სიახლეები
სკოლები

„ჯანსაღი ცხოვრება ნათელი ფერებით“ - კოდის საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, პედიატრსა და ქირურგს უმასპინძლეს
07-02-2024
-
+


ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლა 2023-2024 სასწავლო წლის II სემესტრიდან, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მიმდინარე სასკოლო პროექტზე  - „ჯანსაღი ცხოვრება ნათელი ფერებით“ მუშაობას აგრძელებს. 

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლის ფიზიკური და გონებრივი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. ამასთანავე, აღნიშნული პროექტი მჭიდრო კავშირშია ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებთან და მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, მიიღონ ცოდნა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ.

პროექტის ფარგლებში, 22 იანვარს, ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლას ესტუმრნენ ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ კლინიკის მენეჯერი, პედიატრი ნონა სააკაშილი და ქირურგი სულხან ასანიძე.

შეხვედრა გაიმართა საბაზო საფეხურის, კერძოდ VII კლასის მოსწავლეებთან, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან და კოდის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის წევრებთან.

შეხვედრაზე ისაუბრეს ჯანსაღი ცხოვრების წესის არსზე, სწორ კვებაზე, ცხოვრების რაციონალურ რეჟიმზე, მავნე ჩვევების დაძლევაზე და სხვა. სტუმრებსა და მოსწავლეებს შორის დისკუსია გაიმართა კითხვა- პასუხის რეჟიმში. საუბრის ბოლოს, მოსწავლეებს დაურიგდათ სამახსოვრო საჩუქრები.

სკოლაში მადლობას უხდიან „ავერსის“ კლინიკის წარმომადგენლებს სტუმრობისა და პროექტში შეტანილი წვლილისათვის. 

პროექტის ფასილიტატორები არიან - ანა პაპაშვილი და ლელა მინაძე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება