სიახლეები
სიახლეები, საინტერესო

„გამართეთ გათბობის სისტემა! სტუდენტები გამოცდებზე სიცხიანები მოდიან!“ - თსუ-ს ადმინისტრაცია პრობლემის აღმოფხვრის ვადებს ასახელებს
07-02-2024
-
+


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც სტუდენტები გამოცდებს აბარებენ, გათბობის სისტემა გაუმართავია  - აღნიშნულ ფაქტს სტუდენტები აპროტესტებენ, მათ შექმნეს პეტიცია და უკვე 800-მდე ხელმოწერას ითვლიან.

„ერთად გავათბოთ უნივერსიტეტი“ -  ამ მოწოდებით, სტუდენტები საგამოცდო ცენტრში პლაკატებით გავიდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა კი, არის  - „გაიმართოს გათბობის სისტემა თსუ-ს ბიბლიოთეკის შენობაში!“.

სტუდენტები პეტიციაში აღნიშნავენ: 

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობაში, სადაც სტუდენტები ყოველ ზამთარს ფინალურ გამოცდებს წერენ, ფოიესა და სექტორებამდე მისასვლელ ტერიტორიაზე, გათბობა დამონტაჟებული არ არის.

არის შემთხვევები, როცა სტუდენტს ერთ დღეს 2 გამოცდა აქვს და მეორე გამოცდამდე იანვარ-თებერვალში საათები უნდა გაატაროს გაყინულ ფოიეში. ასევე ყველა სტუდენტი ელოდება თანაკურსელს, რომელთან ერთადაც საერთო გზა აქვს სახლში მისასვლელად. ფინალური გამოცდების პერიოდში უამრავი სტუდენტი ცივდება და სიცხიანი მოდის გამოცდაზე.

პერსონალი, რომელიც უსაფრთხოდ ინახავს სტუდენტთა ნივთებს და უნაკლოდ უბრუნებს დარჩენილ ნივთებს(საფულეს, მობილურს, პირდობის მოწმობას...) , მთელი დღის განმავლობაში მუშაობს 2 კაცზე გამოყოფილი ერთი ფეჩით, რომელსაც თუ (უკაცრავად ვიქნებით) ზედ არ დააჯექი არ გაგათბობს ამხელა შენობაში.

ამ პრობლემას, უკვე წლებია ყოველ ზამთარს ხვდება თსუ-ის ყველა სტუდენტი, და ამ ზამთარსაც ასე შეხვდა. 

ვითხოვთ პრობლემის დაუყონებლივ მოგვარებას და სამუშაოების დაწყებას, რომ მომდევნო ზამთარს გამართული გათბობის სისტემით შევხვდეთ. 

პატივისცემით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა“. 

აღნიშნულ ფაქტზე Etaloni.ge თსუ-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მომავალი სასწავლო წლისთვის, სრულად მოწესრიგებული იქნება გათბობის სისტემა. 

„ვიცით აღნიშნული პრობლემის შესახებ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში, ასევე განთავსებულია საგამოცდო ცენტრიც, უშუალოდ სექტორები კი, სადაც ბავშვები გამოცდებს წერენ უზრუნველყოფილია გათბობის სისტემით, ამ შემთხვევაში საუბარია დერეფნებსა და ფოიეზე, სადაც არ არის ცენტრალური გათბობის სიტემა, თუმცა უკვე გამოცხადებულია საპროექტო დავალებებზე ტენდერი, რომელიც თებერვლის შუა რიცხვებში დასრულდება, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები და ახალი სასწავლო წლისთვის შენობაში გათბობის სისტემა სრულად მოიწყობა“, - აღნიშნეს უწყებაში. 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს 

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება