მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბათუმის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ კამპანიას, სლოგანით - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ და სხვებსაც წიგნის კითხვისკენ მოუწოდეს.
უფროსკლასელებმა უმცროსკლასელებს წაუკითხეს ნოდარ დუმბაძის მოთხრობა - „ბოშები“.
დასასრულს გაიმართა დისკუსია. მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს წიგნის კითხვის მნიშვნელობაზე და ისაუბრეს მის პოპულარიზაციაზე.
ღონისძიებას ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი გულნაზ ბასილაძე ხელმძღვანელობდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს
კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან