სიახლეები
სკოლები

შუბნის საჯარო სკოლაში ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეული საინტერესო ღონისძებით დაგვირგვინდა 
07-02-2024
-
+


შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ შუბნის საჯარო სკოლაში მოსწავლეების ინიციატივითა და ორგანიზებით ნიკოლოზ ბარათაშვილის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კვირეულის დასკვნითი ეტაპი მოეწყო. 

ღონისძება ინფორმაციული, შემოქმედებითი და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მოსწავლეებმა დიდი მონდომებით წარადგინეს პრეზენტაცია საზოგადო მოღვაწის შემოქმედების შესახებ, ისაუბრეს პოეტის ღვაწლსა და ქართულ ლიტერატურაში მის როლზე. 

„საქართველო - „გენიოსთა და გმირთა ქვეყანაა“, მართლაც, რამდენი მსოფლიო დონის საზოგადო მოღვაწე, პოეტი თუ მწერალი აღუზრდია ჩვენს პატარა სამშობლოს. მათ შორის საპატიო ადგილი უჭირავს რომანტიკოსს და გენიოსს ნიკოლოზ ბარათაშვილს.

მისი ბიოგრაფიის დეტალები ყველასთვის ცნობილია და ვიცით, რომ სწორედ რთულმა ცხოვრებამ აქცია ის ტატოდ. ტატო ძალიან ახალგაზრდა, 27 წლისა, გარდაიცვალა. თუმცა მაინც მოახერხა პოეზიაში თავისი სიტყვის თქმა“,- ამ სიტყვით, სკოლაში, კიდევ ერთხელ გააცოცხლეს დიდი ადამიანის პორტრეტი და მისი შემოქმედებისადმი პატივისცემა გამოხატეს. 

დღე ემოციებით დატვირთული, საინტერესო და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება