სიახლეები
სკოლები

„ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას!“ -ოზურგეთის N3 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია შევარდნაძე საგანმანათლებლო კონკურსის ფინალისტია
07-02-2024
-
+


ოზურგეთის N3 საჯარო სკოლის პედაგოგები პროფესიულ წინსვლასა და განვითარებაზე არიან ორიენტირებულნი, ამ მიზნით კი არაერთ საგანმანათლებლო ღონისძიებაში მონაწილეობენ. 

ერთ-ერთია ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი მზია შევარდნაძე, რომელიც კონკურსის - „ფინანსური განათლება სკოლაში” ფინალისტია. 

კონკურსის პირველ ეტაპზე საერთო ჯამში 65 ნამუშევარი შევიდა, ამ ნამუშევრებიდან კი, კონკურსის პირობების თანახმად, 20 ფინალისტი გამოვლინდა.

მათ შორის გახლავთ მზია შევარდნაძე. კონკურსზე პედაგოგმა წარადგინა საინტერესო ნამუშევარი - „ შემოქმედებითი პროდუქტიდან - ფინანსურ განათლებამდე“.

ნაშრომი ასახავდა ფინანსური განათლების შესახებ მოსწავლეებში ცნობიერების ამაღლებას მხატვრულ ნაწარმოებზე დაყრდნობით.

სკოლაში პედაგოგის წარმატება ახარებთ და მიღწეულს ულოცავენ. 

„ვულოცავთ მას ამ დიდ წარმატებას!“- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება