სიახლეები
სკოლები

ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის გახსნის ღონისძიება გაიმართა
07-02-2024
-
+


ზუგდიდის N5 საჯარო სკოლაში STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა გაიხსნა.

პროგრამის გახსნის ღონისძიებას ქალაქის მერის პირველი მოადგილე კონსტანტინე კაკავა, მერიის და ტექნოპარკის წარმომადგენლები, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი და სკოლების დირექტორები ესწრებოდნენ.

„STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის შექმნის მიზანი სკოლებში საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების მიმართ მოსწავლეების, განსაკუთრებით კი – გოგონების ინტერესის გაძლიერებაა, რაც მოგვიანებით მათ პროფესიულ არჩევანში ტრანსფორმირდება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

მოსწავლეები წარმატებით იყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო ნაკრებს – მათ შორის პროგრამირების შესასწავლ, რობოტიკის, STEAM, სასწავლო-სამეცნიერო, ქარის ენერგიის, მწვანე და ა.შ. ნაკრებებს, 3D პრინტერს, დრონს და სხვადასხვა კომპიუტერული ტექნიკას.

მოსწავლეები, ასევე, ქმნიან და მართავენ ჭკვიან მოწყობილობებს - მართავენ არდუინოს, განახლებადი ენერგეტიკისა და რობოტექნიკის მექანიზმებს და სხვადასხვა STEAM ექსტრაკურიკულურ აქტივობას ახორციელებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ასევე ფუნქციონირებს STEAM კლუბი „ინოვაციების ინკუბატორები“ -  აზროვნება ყუთს მიღმა.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, კლუბის საქმიანობაში მოსწავლეებთან ერთად აქტიურად არიან ჩართულნი მშობლები და სასკოლო საზოგადოების წევრები.

„სკოლა უზრუნველყოფს I2Q პროექტის მიერ შეთავაზებული ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვას და სხვა საპილოტე სკოლების ჩართვას აქტივობებსა და ღონისძიებებში“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლა STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამის განსახორციელებლად საჭირო რესურსებით, ტექნიკითა და ავეჯით მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაცია, ინკლუზიურობა და ხარისხის“ პროექტის ფარგლებში, აღიჭურვა.

STEAM ექსტრაკურიკულური პროგრამა უკვე დანერგილია საპილოტე სკოლაში, - სასწავლო წლის დასრულებამდე კი სრულად დაინერგება სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება