მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ერედვის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია შაქრიანი დიაბეტით დაავადებული ადგილობრივი ბავშვების ერთჯერადად, დინანსური დახმარების პროგრამა.
დოკუმენტის თანახმად, ინსულინდამოკიდებული არასრულწლოვნები, რომლებიც არიან ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირები, ბიუჯეტიდან მიიღებენ ერთჯერად სოციალურ დახმარებას - 400 ლარს.
დახმარების მისაღებად არასრულწლოვნის წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) არასრულწლოვნის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
დ) არასრულწლოვნის დევნილობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100), სადაც აღნიშნული იქნება, რომ არასრულწლოვანი არის დაავადებული შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 (ქრონიკული) ინსულინ დამოკიდებული;
ვ) საბანკო რეკვიზიტები;
ზ) ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელისაგან – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულისაგან, დახმარების მიმღების ერედვის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებლობის შესახებ (ასეთის მოთხოვნის შემთხვევაში).
აღსანიშნავია, რომ ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ