სიახლეები
სკოლები

მანდაეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს
07-02-2024
-
+


ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას აქტიურად შეუერთდა.

სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღინიშნა. წიგნიერების დღესასწაულს მანდაეთის საჯარო სკოლის საყვარელი ბავშვებიც შეუერთდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში მათაც შეიტანეს წვლილი.

„ბავშვებმა სხვადასხვა წიგნებიდან წაიკითხეს შერჩეული მონაკვეთები, როგორც მშობლიურ ენაზე, ასევე ინგლისური და რუსული ნაწარმოებებიდან (ამით ძალიან გაგვახარეს). ყურადღებით უსმენდნენ წაკითხულ მოთხრობებს და ხალისით პასუხობდნენ დასმულ კითხვებს. იმედია ეს დღე მათ მეხსიერებაში სასიამოვნოდ დარჩება. შეიყვარეთ წიგნი!“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება