სიახლეები
სკოლები

ბავრის საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებს თოვლის მოსვლა ზეიმად უქციეს 
08-02-2024
-
+


ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბავრის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთათვის საინტერესო, მრავალფეროვანი გარემოს შექმნაზე აქტიურად ზრუნავენ.

ამჯერად, მოსწავლეებმა თოვლის მოსვლით გაიხარეს და გაკვეთილების შემდგომ, შესვენების დროს პედაგოგმა ეზოში გაიყვანა, სადაც იმხიარულეს. 

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებს თოვლი არ აკვირვებთ, მაგრამ მიუხედავად ამისა თეთრად დაფარულმა გარემომ მათ განწყობა აუმაღლა. მათ თოვლში ითამაშეს, იგუნდავეს და დრო მხიარულად გაატარეს.

„ბავშვების მხიარულმა ჟრიამულმა მთელი გარემო გაახალისა“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა განწყობის ამაღლებასა და სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება