მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის N5 საჯარო სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის გლობალურ ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა.
მოსწავლეები სლოგანის - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ გაერთიანდნენ და წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში წვლილი შეიტანეს.
ღონისძიება გაიმართა სკოლის ბიბლიოთეკაში და მასში მონაწილეობდნენ მე-8ა კლასის მოსწავლეები, მასწავლებელ ნინო კაკულიას ხელმძღვანელობით.
ღონისძიების თემატიკა იყო ცნობილი მეცნიერების, ფიზიკოსების - ისააკ ნიუტონის, ბლეზ პასკალისა და სხვათა მემუარული ჩანაწერები, სამეცნიერო სტატიები და თანამედროვე ფიზიკოსთა მიღწევები.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს
კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან