სიახლეები
სკოლები

ივანდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე გამორჩეულად აღნიშნეს
08-02-2024
-
+


გალაკტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობები მიეძღვნა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებმა ჯერ თავად წაუკითხეს და შემდეგ მოსწავლეებს წააკითხეს მათთვის საინტერესო წიგნები. პირველკლასელებმა (მასწავლებელი - ნათია მანაგაძე), ხმამაღლა, ერთმანეთს გაუზიარეს მათთვის საყვარელი მოთხრობები.

მეორეკლასელები (მასწავლებელი - ნინო უგულავა), მშობლებთან ერთად, ხონის საბავშვო ბიბლიოთეკას ესტუმრნენ და იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები წაიკითხეს. ბოლოს, პოსტერიც დაამზადეს და ბიბლიოთეკას სამახსოვროდ დაუტოვეს.

მესამე კლასის მოსწავლეებმა (მასწავლებელი - მანანა ღოღობერიძე) სკოლის ბიბლიოთეკით ისარგებლეს და იქ საჯაროდ, სულხან-საბა ორბელიანის და ეზოპეს იგავ-არაკები შეგონებით მეგობრობაზე, სიხარბესა და თანადგომაზე ხმამაღლა წაიკითხეს. ბოლოს,  ამ იგავების პერსონაჟები დახატეს და ილუსტრირებული წიგნები შექმნეს, რომლებიც სამახსოვროდ ბიბლიოთეკას გადასცეს.

მეოთხე, მეხუთე და მეექვსეკლასელებმა (მასწავლებლები - ნინო უგულავა, ლამზირა ირემაძე და ნათია მანაგაძე), საჯაროდ წაიკითხეს სხვადასხვა მოთხრობები და წაკითხულთან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრებები ერთმანეთს გაუზიარეს.

აღსანიშნავია, რომ აქტივობებში მაღალი კლასების მოსწავლეებიც ჩაერთნენ. მეშვიდე კლასის მოსწავლეები (მასწავლებელი ნანა კაკაბაძე), პირველკლასელებს მათთვის საყვარელი საბავშვო წიგნებით ესტუმრნენ, წაუკითხეს და შემდეგ წაკითხულთან დაკავშირებით კითხვებიც დაუსვეს.

გარდა ამისა, ნათია გახოკიძე, თამარ ქუთათელაძე და გვანცა გვანცელაძე (მასწავლებლები - ნატო ბენდელიანი და ნათია მანაგაძე), ივანდიდის საბავშვო ბაღს სტუმრობდნენ, პატარებს ლექსები და მოთხრობები წაუკითხეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება