სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N29 სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ
08-02-2024
-
+


ქუთაისის N29 საჯარო სკოლაში წიგნის კითხვის პოპულარიზაციას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები წიგნის კითხვის საერთაშორისო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ.

ისინი შეეცადნენ თავიანთი წვლილი შეეტანათ წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში და როგორც სკოლაში გვიყვებიან, თავადაც განიცადეს ხმამაღალი კითხვის სიხარული. 

მე-3 და მე-4 კლასების პედაგოგებმა: ნინო მეტრეველმა, მაია თევდორაძემ, მარიამი გიორგაძემ და ლანა ბართაიამ საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობებით კიდევ უფრო მიმზიდველი, საინტერესო გახადეს ბავშვებისთვის წიგნის კითხვა.

აღნიშნულ დღეს მოსწავლეებმა საყვარელი ნაწარმოებებიდან ნაწყვეტები წაიკითხეს და საინტერესოდ იმსჯელეს. წიგნის კითხვის პოპულარიზაციასთან დაკავშირებით გამართულ სასკოლო ღონისძიებაში, აქტიურად იყო ჩართული გერმანული ენის შემსწავლელი მოსწავლეები, რომელთა პედაგოგი მარიკა ფრუიძე გახლავთ.

სკოლის დირექტორი ტარიელ გველესიანი გახლავთ, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეებში წიგნიერების დონის ამაღლებას.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება