სიახლეები
სკოლები

შავსაყდრის საჯარო სკოლის სამაგალითო ქველმოქმედება
08-02-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ შავსაყდრის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა, კაცთმოყვარეობას, ტოლერანტობას, სიკეთის კეთებას ასწავლიან. შესაბამისად მოსწავლეები სხვადასხვა საქველმოქმედო საქმიანობაში არიან ჩართული. 

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური იყო სადღესასწაულო დღეები, როდესაც ადამიანთა დახმარებას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. 

მოსწავლე-მასწავლებლებმა „ალილოს“ მსვლელობა განახორციელეს, რომელშიც სოფლის მოსახლეობა ჩაერთო და საშობაო ნუგბარი შეგროვდა. როგორც სკოლაში ამბობენ, სოფელში არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვისაც ამ ნუგბარს გაუნაწილებდნენ, ამიტომ გადაწყვიტეს, რომ საქველმოქმედო ჯგუფსთვის - „გააღიმე ბავშვი“ გადაეცათ. 

სადღესასწაულო მსვლელობა მასწავლებელ ნანა თეგაძის ინიციატივით გაიმართა. სოფლის მოსახლეობა დიდი ენთუზიაზმით შეხვდა ძველი ტრადიციის აღდგენას. შეძლებისდაგვარად გაიღეს „საშობაო“ ნობათი. 

სკოლაში ძალიან ბედნიერები და მოხარულები არიან, რომ ათამდე ოჯახისთვის სიხარულის მინიჭება შეძლეს.

„ჩვენდა საბედნიეროდ, სოფელში არავინ აღმოჩნდა ისეთი გაჭირვებული, რომ დახმარება გაგვეწია და გადაგვეცა შეგროვილი ნობათი. ამისთვის დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს მთავრობას, ბოლო პერიოდში, სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელებისათვის, რომელთა გამოც მოსახლეობამ სიდუხჭირეს თავი დააღწია.
მშობლებთან ერთად გადაწყდა, რომ შეგროვილი პროდუქტი ისეთი ორგანიზაციისთვის გადაეცათ, სადაც გაიხარებდა დიდიც და პატარაც. ინტერნეტის საშუალებით, დავუკავშირდით საქველმოქმედო ჯგუფს რუსთავში - „გააღიმე ბავშვი“.
დიდ მადლობას ვუხდით ჯგუფის კურატორს - ქალბატონ ქეთევან შინჯიკაშვილს, რომელიც აქტიურად ჩაერთო ზემოთაღნიშნულ პროექტში და ჩვენ ვეწვიეთ რუსთავში ჯგუფს - „გააღიმე ბავშვი" და ჩვენ ვართ ბედნიერები, რომ ათამდე ოჯახს მივანიჭეთ მცირე, მაგრამ მაინც დიდი სიხარული. ასევე, მადლობა მშობლებს, განსაკუთრებით მარინე ფეიქრიშვილს, ნათია ნონიაძეს, დოდო ძულიაშვილს, ნინო ქოჩორაშვილს, მალვინა მამინაშვილს.
შეხვედრა იყო ძალიან ემოციური, ერთი შეხედვით „ფარფატელა“ გოგოს იმხელა ძალა და ენერგია აღმოაჩნდა გაოცებული დავრჩი. მადლობა უფალს, ასეთი შვილები რომ ჰყავს საქართველოს.
მინდა, იგი სამაგალითო გახდეს ყველა ჩვენგანისთვის. ვიცით, რომ ამ სიკეთის უკან ბევრი თვალცრემლიანი ბავშვი გაიღიმებს. უფლისგან დალოცვილი იყოს ყველა, ვინც იცის სიკეთის ფასი“,- ამბობენ სკოლაში. 

საქართველოში ალილოს ტრადიციას მრავალწლიანი ისტორია აქვს , რომელიც გასაბჭოების შემდეგ . 1990 წლებში მისმა უწმიდესობამ და უნეტარესობამ ილია II-ემ აღადგინა. დღესდღეობით ალილოს ზეიმობენ სადღესასწაულო ლიტურგიის შემდეგ, როდესაც მრავალი ეკლესიის მრევლი უერთდება ალილოს მსვლელობას. სკოლის მიზანი კი ამ ტრადიციის გაგრძელებაა.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება