სიახლეები
სკოლები

ყვარლის N2 სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე არაერთი საინტერესო აქტივობით აღნიშნეს
08-02-2024
-
+


ყვარლის N2 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, ამჯერად, სასკოლო საზოგადოება წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს შეუერთდა. 

თემატური აქტივობები სხვადასხვა კლასის მოსწავლეებმა გამართეს. კერძოდ, მე-4 კლასში წიგნი - „სალამურას თავგადასავალი“ განიხილეს, წაიკითხეს მათთვის საინტერესო, სახალისო ეპიზოდები. ბავშვებმა გააცოცხლეს წიგნის პერსონაჟები და ისაუბრეს, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის ლიტერატურის კითხვას.

მე-3, მე-5, მე-6 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა, ხელოვნების გაკვეთილზე, გურამ პეტრიაშვილის მოთხრობები წაიკითხეს და  დაათვალიერეს ილუსტრაციები, რომელიც მხატვარმა ნინო ხარატიშვილმა ამ მოთხრობებისთვის შექმნა. მოსწავლეებმა ისაუბრეს წაკითხული მოთხრობის გმირებზე, საინტერესო ეპიზოდები კი დახატეს.

მე-3 კლასში მოსწავლეთა მშობლები მიიწვიეს, რომლებმაც ბავშვებს სხვადასხვა მოთხრობა წაუკითხეს. ასევე, განიხილეს ოტია იოსელიანის მოთხრობა - „ბოხვერა“. მოსწავლეები ხალისით კითხულობდნენ, მსჯელობდნენ და გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებას წაკითხული ნაწარმოებების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს ტრადიციულად შეუერთდა ილია ჭავჭავაძის ყვარლის სახელმწიფო მუზეუმი. იქ IX კლასის მოსწავლეები, პედაგოგ თამარ ფეიქრიშვილის ხელმძღვანელობით, ილია ჭავჭავაძის 20 - ტომეულს გაეცნენ, რომლის გამოცემაც თითქმის ორმოცი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და საიუბილეო თარიღთან - მწერლის დაბადებიდან 185 წლისთავთან დაკავშირებით, დაიბეჭდა. 
მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები და მუზეუმის ფონდში დაცული ილია ჭავჭავაძის ხელნაწერები დიდი ინტერესით დაათვალიერეს.

იხილეთ ვიდეო და ფოტოები:



კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება