სიახლეები
სკოლები

სამღერეთის საჯარო სკოლაში საინტერესო საგანმანათლებლო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა 
08-02-2024
-
+


თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამღერეთის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული არაფორმალური განათლების პროექტებში. 

ახლახან, სკოლაში საინტერესო პროექტის - „ახალგაზრდების ხმა უკეთესი მომავლისთვის“ პრეზენტაცია გაიმართა. 

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ლუსინე დოსტიბეგიანი, პროექტის ფარგლებში, უფროსკლასელ მოსწავლეებს შეხვდა. 
ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი მოსწავლეებს პროექტის შინაარსზე, ორწლიან მიზნებსა და გეგმებზე ესაუბრა. 

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში შეიქმნება 3 (სამი) ახალგაზრდული კლუბი, ესენია: სამღერეთი, სამშვილდე და კოდა.

პროექტი მხარდაჭერილია ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADA) მიერ, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით და ხორციელდება ქვემო-ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და შიდა ქართლის რეგიონებში, ადგილობრივ პარტიორ ორგანიზაციებთან, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრთან და ნეოგენთან თანამშრომლობით.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება