სიახლეები
სკოლები

თელავის N5 საჯარო სკოლაში, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აქტივობები გაიმართა
08-02-2024
-
+


თელავის N5 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო აქტივობა იმართება. 

ამჯერად, სკოლაში განათლების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, სპეციალურმა მასწავლებელმა ეკატერინე აივაზიშვილმა, კლასის დამრიგებლებმა - ია ჩაველაშვილმა და თინათინ კაკიაშვილმა მე-2 და მე-3 კლასებში სოციალურ-ემოციური უნარების აქტივობები ჩაატარეს. აქტივობის მიზანი სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების ხელშეწყობა, საკუთარი და სხვისი ემოციების ამოცნობა იყო. 

მის მიმდინარეობაში თითოეული მოსწავლე დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთო. მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს, სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს და ცოდნა გაიღრმავეს.

„განათლება არის ადამიანის უფლება, საზოგადოებრივი სიკეთე და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა. სკოლა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოსწავლეებში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებისათვის ზრუნვას. სკოლის დანიშნულებაა არა მხოლოდ ბავშვების კოგნიტურ/შემეცნებითი უნარების გაუმჯობესება და აკადემიური ცოდნის მიწოდება მათთვის, არამედ გზას გაუკვლევს მასწავლებლებს სოცილურ-ემოციური უნარების სწავლების პროცესს და ხელს შეუწყობს სიკეთეების სწავლებას მოსწავლეებში. მოსწავლეებისათვის შეთავაზებული იყო სახალისო აქტივობები.
სკოლა კვლავ განაგრძობს ისეთი მნიშვნელოვანი ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას მოსწავლეებში, რაც აყალიბებს ემოციური ინტელექტის მქონე პასუხისმგებლიან პიროვნებებს, რომლებიც პატივს სცემენ საკუთარ თავსა და სხვებს, პოზიტურს ხდის ურთიერთობებს, პოულობენ პირადი თუ საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრის კონსტრუქციულ გზებს და ქმნიან თანასწორუფლებიან, დემოკრატიულ, ტოლერანტულ, ინკლუზიურ და ჰარმონიულ საზოგადოებას“,- ამბობენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება