მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს წიგნების მიმართ ინტერესს დაწყებითი კლასებიდანვე უღვივებენ.
სწორედ ამიტომ, სკოლა, მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას შეუერთდნენ. ამ დღესთან დაკავშირებით, თვითმმართველობის წევრებმა საინტერესო აქტივობები განახორციელეს.
ბავშვებმა საყვარელი წიგნები წაიკითხეს, მათ შესახებ ისაუბრეს და ერთმანეთს ცოდნა გაუზიარეს.
ღონისძიებამ ძალიან საინტერესოდ და წარმატებულად ჩაიარა. აქტივობაში მონაწილე კლასის მოსწავლეებს სიგელები გადაეცათ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს
კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან