სიახლეები
სკოლები

„თბილი ხელები“ - აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საქველმოქმედო პროექტი
08-02-2024
-
+


აფხაზეთის N15 საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა საქველმოქმედო აქციებსა და პროექტებს აქტიურად აწყობენ.

ამჯერად, სკოლის თვითმმართველობის წევრებმა სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში, პროექტი სახელწოდებით - „თბილი ხელები“ განახორციელეს.

პროექტის მიზანი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეებში საკუთარი შრომით მოპოვებული რესურსის სწორად წარმართვის სწავლება და თანაგრძნობის უნარის გაღვივება იყო.

თვითმმართველობის წევრებმა თავად დაამზადეს სამკაულები, შექმნეს ნახატები, შემდეგ კი მოაწყვეს სკოლაში გამოფენა-გაყიდვა.

„მათ შემოსული თანხით გადაწყვიტეს „ჩემი მორდუს“ ბენეფიციარებისთვის საჩუქრების შეძენა და მათი პირადად გახარება“, - აღნიშნავენ სკოლაში.

ბენეფიციარებთან შეხვედრამ, როგორც გვიყვებიან, დიდი ემოციები აჩუქა თითოეულ მათგანს.

მოსწავლეებმა აღნიშნულ დღეს ასევე ღონისძიება გამართეს და საზოგადოებას შესთავაზეს მრავალფეროვანი ნომრები:

  • ქართული ცეკვა;
  • თანამედროვე ცეკვა;
  • მხატვრული კითხვა;
  • სიმღერა.

ღონისძიებამ ბენეფიციარებიც გაამხიარულა და ააცეკვა.

„მათი სევდიანი თვალები ბედნიერების სხივმა ჩაანაცვლა“, -  გვიამბობენ სკოლაში.

აღნიშნული კამპანიის ხელმძღვანელები: დარეჯან ჯონჯუა და მარიამ ადონია გახლავთ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება