სიახლეები
სკოლები

პანტიანის საჯარო სკოლაში „ფიროსმანის კვირეული“ გაიმართა
08-02-2024
-
+


დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ პანტიანის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში, ღონისძიება „ფიროსმანის კვირეული“ ჩატარდა, რომელშიც ჩართული იყო სკოლის VIII-IX კლასების მოსწავლეები.

ღონისძიება მიზნად ისახავდა მოსწავლეებისთვის მსოფლიო მასშტაბის ქართველი მხატვრის - ნიკო ფიროსმანაშვილის შემოქმედების გაცნობას და პოპულარიზაციას.

მოსწავლეები გაეცნენ ინფორმაციას მხატვრის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ, დაამზადეს პლაკატები სკოლის სხვა მოსწავლეებისთვის, სადაც დაიტანეს მოკლე ინფორმაცია მხატვრის ცხოვრებისა თუ მოღვაწეობის შესახებ. მათ, ასევე, დახატეს ნახატები ფიროსმანის შემოქმედებიდან.

ღონისძიების დასკვნით ეტაპზე მათ რეპეტიცია წარადგინეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ღონისძიებამ დადებითად იმოქმედა მოსწავლეების სწავლისადმი განწყობაზე. მათ მსგავსი ღონისძიებებით უვითარდებათ შემოქმედებითი და ანალიტიკური უნარები, ხდებიან მოტივირებულნი და მეტი მონდომებით ერთვებიან სხვადასხვა ტიპის სასკოლო თუ კლასგარეშე აქტივობებში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება