სიახლეები
სკოლები

თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს
08-02-2024
-
+


თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას აქტიურად შეუერთდნენ.

„შეცვალე მომავალი წარსულის კითხვით“, - ამ დევიზით ჩაერთნენ თელავის N6 საჯარო სკოლის მოსწავლეები წიგნის საჯაროდ კითხვის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში.

მე-11 კლასელებმა აკაკი წერეთლის „ბაში-აჩუკი“ ჯერ ქართულად წაუკითხეს მერვეკლასელებს, შემდეგ კი რამდენიმე თავის ინგლისური თარგმანიც შესთავაზეს.

დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა წინაწარ წაიკითხეს შერჩეული მოთხრობები, ამ დღეს კი თანატოლებს მოუყვნენ წაკითხული წიგნების შინაარსს. მეხუთე კლასში ზღაპრების კითხვის საღამო მოეწყო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები სიამოვნებით ისმენდნენ სხვადასხვა ქვეყნის ხალხთა ზღაპრებს. 

აქტივობებში ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. მე-9 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხეს: ნიკოლოზ ბარათაშვილის „ბედი ქართლისა“. მეშვიდე კლასში კი მოსწავლეთა ჩართულობით გამოვლინდა საუკეთესო მკითხველი, რომელსაც გადაეცა სიმბოლური საჩუქარი.

აქტივობებში მონაწილე მოსწავლე და პედაგოგები არიან: გულნაზი პაპუნაშვილი, ნათია ესიტაშვილი, თამარ კიმოთიძე, გვანცა ჟურულიშვილი, ეკა კობიაშვილი. 

„გადაწყდა ყოველი თვის ბოლოს მოეწყოს ამგვარი კონკურსი - „საუკეთესო მკითხველი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება