სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის პირველკლასელები წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ბიბლიოთეკას ესტუმრნენ
08-02-2024
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებაზე აქტიურად ზრუნავენ და მათ კითხვას დაწყებითი კლასებიდანვე აყვარებენ.

სწორედ ამიტომ სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას - „იკითხე ხმამაღლა შეცვალე სამყარო“ ენთუზიაზმით შეუერთდა.

ამ დღესთან დაკავშირებით პედაგოგ ინგა მეტონიძის სადამრიგებლო, პირველი კლასის მოსწავლეები მე-14 ბიბლიოთეკას ესტუმრნენ.

„სამყაროში გლობალური ცვლილებებისთვის მოვლენილი, ახალბედა მკითხველები“, - ასე მოიხსენიებენ მოსწავლეებს სკოლაში.

მათ წიგნების ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ეზიარნენ სიბრძნეს, რომელმაც წარუშლელი კვალი დატოვა თითოეულის ცნობიერებაში.

„მოსწავლეებმა გაითავისეს, ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ „წიგნი საუკეთესო მეგობარია“, - ამბობენ სკოლაში.

ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო როგორ მოსწავლეთა, ასევე პედაგოგისთვის.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება