სიახლეები
სკოლები

სიღნაღის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესოდ აღნიშნეს
08-02-2024
-
+


ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე ტრადიციულად აღინიშნა.

ამ დღისთვის, მოსწავლეებმა წინასწარ შეარჩიეს წასაკითხი ტექსტები - ლექსები, მოთხრობები, ამონარიდები საყვარელი წიგნებიდან.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მესამეკლასელებმა ლადო ასათიანის პოეზიით აახმიანეს კლასი, მეოთხეკლასელები „რობიზონ კრუზოს ახალი მოგზაურიბის“ ეპიზოდებმა შეიყოლია და დიდი ინტერესით წაიკითხეს ვრცელი ეპიზოდები, მეექვსეკლასელებმა რ. ინანიშვილის მოთხრობები და გ. ტაბიძის ლექსები შეარჩიეს.

„კითხვისას ისინი ერთმანეთს ხალისით ენაცვლებოდნენ; მეცხრეკლასელებმა რ. ბახის „თოლია ჯონათან ლივინგსტონის“  თავისუფლებისმოყვარე პერსონაჟები გაიცნეს, მეთერთმეტეები კი ი. ჭავჭავაძის პუბლიცისტიკით დაინტერესდნენ“, - გვეუბნებიან სკოლაში.

აქტივობებში ისინი დიდი ხალისით, ინტერესითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

„დღევანდელ დღეს საერთო პათოსი მსჭვალავდა, რომ კითხვა გვაიძულებს, ვიფიქროთ სხვაგვარად და არ შევწყვიტით წინსვლა“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება