სიახლეები
სკოლები

სადმელის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წიგნის საჯაროდ კითხვის დღე ბიბლიოთეკაში აღნიშნეს
08-02-2024
-
+


ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სადმელის საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე საინტერესო აქტივობებით აღინიშნა.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლის ბიბლიოთეკაში წიგნის საჯარო კითხვა გაიმართა, რომელშიც I -II-IV-V-VI კლასების ყველა მოსწავლე, მასწავლებლებელი და სკოლის ბიბლიოთეკარი მონაწილეობდნენ.

მათ სხვადასხვა ნაწარმოები წაიკითხეს, რომელთა შესახებაც შემდგომ იმსჯელეს.

„წაკითხული ქართული ზღაპრების და მოთხრობების ირგვლივ დაისვა შეკითხვები (წაკითხულის გააზრების მიზნით), რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია თითოეულ მოსწავლეში“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აქტივობა საინტერესო, მოტივაციის მიმცემი და ინფორმაციული იყო მოსწავლეთათვის.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება