მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტუნაძეების საჯარო სკოლა წიგნის კითხვის პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას შეუერთდა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მოსწავლე-მასწავლებლებმა საინტერესოდ აღნიშნეს. მათ წაიკითხეს წიგნები და ისაუბრეს მის მნიშვნელობაზე.
სლოგანით - „წიგნი ჩვენი მეგობარია“ მოსწავლეებმა საზოგადოებას ლიტერატურის კითხვისკენ მოუწოდეს.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ვიდეოები - ბმული 1, ბმული 2, ბმული 3, ბმული 4, ბმული 5, ბმული 6,
აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს
20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს
კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან