სიახლეები
სკოლები

დაბა ჩოხატაურის N1 სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეებმა აუდიტორიის წინაშე შერჩეული წიგნების პრეზენტაცია გამართეს
08-02-2024
-
+


ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს წიგნის სიყვარულს დაწყებითი კლასებიდანვე უნერგავენ და მათი წიგნიერების დონის ამაღლებაზე ზრუნავენ. 

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,  მე-4 კლასის მოსწავლეებმა (მენტორი მასწავლებელი ირმა კუჭავა) აუდიტორიის წინაშე წარადგინეს მათ მიერ წინასწარ შერჩეული წიგნები.

როგორ სკოლაში გვიყვებიან, ბავშვები ასახელებდნენ ნაწარმოების ჟანრს, ავტორს, სახელწოდებას; აღწერს სად და როდის ხდებოდა მოქმედება; რა პრობლემა იყო გადასაწყვეტი; ვინ და როგორ გადაჭრა პრობლემა; ისაუბრეს რომელი პერსონაჟი მოეწონათ და რატომ ან არ მოეწონათ და რატომ; რომელი პერსონაჟი ჰგავს მას და რითი ჰგავს; რომელ ეპიზოდში გახდებოდა ნაწარმოების პერსონაჟი და რას გააკეთებდა; დაუკავშირეს  სხვა ნაწარმოებს, საკუთარ გამოცდილებასა და გარე სამყაროს. ყურადღება გაამახვილეს იმ კრიტერიუმებზე, რომლებიც უნდა ახასიათებდეს კარგი მკითხველის მიერ წაკითხულ ტექსტებს.

დასასრულს დაევალათ მისწერონ წერილი პერსონაჟს და აიღონ ინტერვიუ მისგან. ამოიწერონ ის ეპიზოდი, რომელიც განსაკუთრებით მოეწონათ და გააკეთონ ილუსტრაციები.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება