სიახლეები
სკოლები

ქუთაისის N35 სკოლის მოსწავლეები, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, მწერალს შეხვდნენ
08-02-2024
-
+


ქუთაისის N35 საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კვირეული გრძელდება.

ამჯერად, მოსწავლეებს ქუთაისის „სულაკაურის წიგნის მაღაზიაში“ უმასპინძლეს, სადაც 7 თებერვალს ლიტერატურული კლუბის - „ბაბილო“ მოსწავლეები შეხვდნენ მწერალ ირაკლი მაჩიტაძეს.

როგორც პედაგოგი ნანა კაჩმაზოვა გვიყვება, ბატონმა ირაკლიმ იქ მყოფ საზოგადოებას წარუდგინა პოლონელი მწერალი სტანისლავ ლემი, რომლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ამომწურავად ისაუბრა. განსაკუთრებით გამოყო მისი ერთ-ერთი ცნობილი ნაწარმოები „სოლარისი“, რომელიც მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი.

პრეზენტაციის შემდეგ მწერალმა მსმენელთა კითხვებს უპასუხა. მოსწავლეებმა სრულყოფილი ინფორმაცია მიიღეს საკითხის ირგვლივ და გამოთქვეს სურვილი, თავადაც წაიკითხონ და გაეცნონ ლემის შემოქმედებას.

„საბოლოოდ, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. მადლობა ჩვენს მასპინძლებს“,- აღნიშავს პედაგოგი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება