სიახლეები
სკოლები

„ნორჩი მკითხველები“ ნიგოითის საჯარო სკოლიდან და მათი წიგნის კითხვის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი
09-02-2024
-
+


ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას დიდი ყურადღება ექცევა. 

სკოლაში წარმატებით მუშაობს მკითხველთა კლუბი - „ნორჩი მკითხველები“, რომლის წევრები სხვადასხვა ლიტერატურულ ნაწარმოებებს აქტიურად ეცნობიან და სხვებსაც კითხვისკენ მოუწოდებენ. 

შესაბამისად კლუბი საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო აქტივობით გამოეხმაურა.

კლუბის ხელმძღვანელის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგ ეკატერინე მიქელაძის ხელმძღვანელობით, სკოლაში მიიწვიეს მშობლები. მათ მოსწავლეებს წაუკითხეს „ტომ სოიერის თავგადასავლიდან“ ფრაგმენტები. გაიმართა დისკუსია მშობლებსა და მოსწავლეებს შორის და შეთანხმდნენ, რომ წიგნი ადამიანის საუკეთესო მეგობარია!

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება