სიახლეები
სკოლები

თბილისის N142 სკოლა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას დიდი ენთუზიაზმით შეუერთდა
09-02-2024
-
+


თბილისის N142 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე დიდი ენთუზიაზმით აღნიშნეს.

სკოლის მე-9 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის - მარინა სარალიძის ხელმძღვანელობით  წაიკითხეს ნაწყვეტები და ფრაზები მათთვის საყვარელი ნაწარმოებებიდან.

„მხატვრულად, გამომეტყველებით წარმოთქვეს ცნობილი პოეტების პატრიოტული ლექსები“, - გვიყვებიან სკოლაში.

მათ წაკითხულ ლექსებისა და ნაწარმოებების შესახებ საინტერესოდ იმსჯელეს, დრო კი ნაყოფიერად გაატარეს.

წიგნების კითხვის მიზანი იყო მოსწავლეების გემოვნებისა და აზროვნების დანახვა-წარმოჩენა.

„მოსწავლეებმა თვალნათლივ აჩვენეს კითხვის შედეგი: გამართული მეტყველებისა და მხატვრული აზროვნების აუცილებლობა. რატომ უნდა ვიკითხოთ? - რომ ვიყოთ უკეთესი, ვიდრე ვიყავით გუშინ!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ვიდეოები:





კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება