მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. სასკოლო დღეები გაჯერებულია მრავალფეროვანი ღონისძიებებითა და აქტივობებით.
5 თებერვალს, დაბლაციხის საჯარო სკოლაში უცხო ენების კათედრის ინიციატივით და ორგანიზებით (მასწავლებელი ლამზირა წიტაიშვილი) ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა - „რა? სად? როდის?“. თამაშში მონაწილეობდა მოსწავლეთა სამი გუნდი.
თამაში საინტერესოდ და მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. გაიმარჯვა გუნდმა - „ერუდიტი“.
მოსწავლეებისა და პედაგოგების გადაწყვეტილებით, გამოვლინდა საუკეთესო მოაზროვნე, IX კლასის წარჩინებული მოსწავლე ნინო დოლიძე, რომელიც დირექციამ გამორჩეული პრიზით დააჯილდოვა.
აღსანიშნავია, რომ დაბლაციხის საჯარო სკოლაში, როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე ინტელექტუალური უნარების განვითარებას დიდი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ანაზღაურება 2336 ლარია - მანდატურის სამსახური ფისქოლოგების შერჩევას იწყებს
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ხარობენ