სიახლეები
სკოლები

თბილისის N178  სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, მრავალფეროვანი ღონისძიებები გაიმართა
09-02-2024
-
+


ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის თბილისის N178 საჯარო სკოლაში, მოსწავლე-მასწავლებლებმა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე განსაკუთრებულად აღნიშნეს.

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, ბევრი საინტერესო ღონისძიება გაიმართა.

მე-9 კლასის მოხალისე მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი ეკა უჩანეიშვილია დიდი სიხარულით და მონდომებით შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის კვირეულს და თანაკლასელებს გაუზიარეს საკუთარი დამოკიდებულება წიგნის კითხვის კვირეულთან დაკავშირებით. ბავშვებმა ისაუბრეს მათთვის საყვარელი ავტორებისა და წიგნების შესახებ და თანატოლებს მოუწოდეს - „წაიკითხე და გაგვიზიარე“ .

აღნიშნულ დღეს, მათ ასევე გაიხსენეს ებრაული სიბრძნე - „წიგნი ის მეგობარია, რომელიც არასდროს გიღალატებს!“

„წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო „მარათონს“  მაია მასწავლებელი თავის პატარა მე-2 კლასელ მეგობრებთან ერთად ინტერესითა და სიამოვნებით შეუერთდა“, - ამბობენ სკოლაში.

ბავშვებმა სიხარულით წარადგინეს საყვარელი ავტორები და მათი ნაწარმოებები.

საკლასო სივრცეში კი წიგნის მხატვრულად წამკითხველის როლი შესანიშნავად მოირგეს სტუმრად მობრძანებულმა მეექვსე კლასის მოსწავლეებმა, როგორც გვიყვებიან, საყვარელ ნესტან მასწავლებელთან ერთად.

ბავშვებისთვის ეს იყო ძალზედ სასიამოვნო სიურპრიზი - უფროსკლასელები, რომელთა დამრიგებელი მაია ნარინდოშვილი, ამჯერად მასწავლებლის ამპლუაში წარდგნენ.

მე-8 კლასის მოსწავლეები, რომელთა დამრიგებელი მანანა ზირაქაშვილი კი ესტუმრნენ  პედაგოგ გულთამზე ბულისკერიას სადამრიგებლო, მე-4 კლასს.

„მე-8 კლასელებმა პატარებს წაუკითხეს სხვადასხვა ჟანრის წიგნები, ასევე მეოთხეკლასელებმა წაიკითხეს იგავ-არაკები და ზღაპრები,საინტერესო და სასიამოვნო დღე იყო ყველასთვის, ბოლოს კი იმსჯერეს და შეჯამეს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება