მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლაში, საჯაროს კითხვის მსოფლიო დღე ლიტერატურული აქტივობებით აღინიშნა.
„კითხე ხმამაღლა შეცვალე მსოფლიო!“ - ამ დევიზის ირგვლივ გაერთიანებულმა მოსწავლეებმა კითხვის მნიშვნელობაზე იმსჯელეს, მათთვის საყვარელი ნაწარმოებები საჯაროდ გააჟღერეს და დღე საინტერესოდ გაატარეს.
ამ დღის აღნიშვნაში აქტიურად მონაწილეობდნენ 1-ლი და მე-4 კლასის მოსწავლეები. პატარებმა კარგად გაიაზრეს, რომ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის 1-ელი და მე-4 კლასების ხელმძღვანელებს: ნათია ღონღაძეს და ქეთევან ლაბაძეს, მოსწავლეებში ცნობიერების დონის ამაღლების მიზნით საინტერესო აქტივობების ორგანიზებისთვის.
აღნიშვნას, პედაგოგის ეკა გელაძის მოსწავლეებიც დიდი ინტერესით შეუერთდნენ, ამ დღის მნიშვნელობა გაიაზრეს და ერთმანეთს საყვარელი ლიტერატურული ნაწარმოებები გაუზიარეს.
„ჩემი პატარა მეგობრებიც უერთდებიან წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღე. მადლობა ჩემო ნიჭიერებო აქტიურობისათთვის“,- აღნიშნავს პედაგოგი.
გამონაკლისი არც მე-2 კლასი ყოფილა, მოსწავლეებმა ლიტერატურული საღამო მოაწყვეს და ეს დღე შემეცნებითი აქტივობით აღნიშნეს.
სკოლის დირექცია მადლობას უხდის და წარმატებებს უსურვებს კლასის დამრიგებელს ნანა ბარძიმაძეს და მის პატარა მეგობრებს სასკოლო ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისთვის.
შეგახსენებთ, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“.
იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა