მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N36 საჯარო სკოლაში უსაფრთხო ინტერნეტის დღე საინტერესო აქტივობით აღინიშნა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ ციფრული უსაფრთხოების კალენდარში 8 თებერვალი მონიშნულია, როგორც „უსაფრთხო ინტერნეტის დღე“ - Safer Internet Day - SID.
სკოლაში, კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგის, ნატალია თურქაძის მიერ ჩატარებული აქტივობებით კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი თუ რამდენად მნიშვნელოვანია ინტერნეტუსაფრთხოების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები.
სკოლაში განსაზღვრეს, თუ რამდენად აუცილებელია, რომ ინტერნეტი გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული სივრცე ყველასთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
აქტივობის ფარგლებში, მოსწავლეებმა ცნობიერების ამაღლების მიზნით ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: კიბერბულინგი და ვირტუალური შევიწროება, სოციალური ქსელების გამოყენება, პირადი ინფორმაციის დაცვა, ციფრული იდენტობა და სხვა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა