მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავში, 24-ე საჯარო სკოლაში, ერთ-ერთმა მოსწავლემ წიწაკის სფრეი გაუშვა, რის გამოც რამდენიმე ბავშვმა ინტოქსიკაცია მიიღო.
მშობლების თქმით, ბავშვებს თვალების წვა, ცრემლდენა და ხველა აღენიშნებოდათ, ერთ-ერთი მათგანის, მე-5 კლასელი გოგონას გადაყვანა კი კლინიკაში გახდა საჭირო.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორის, თამარ გოგაძის თქმით, ფაქტზე მიმდინარეობს მოკვლევა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „ინფო რუსთავი“ ავრცელებს.
„ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია. ცოტა გადაჭარბებული ნათქვამია, თუმცა იყო რაღაც მსგავსი შემთხვევა და ამ წუთას ნორმალურადაა ყველაფერი. არც ერთი ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ ემუქრება. ერთ გოგონასთან არ გავრისკეთ, რომ რაიმე გართულება არ ყოფილიყო და დაგვჭირდა კლინიკაში გადაყვანა. მიმდინარეობს მოკვლევა, ჩართულია სამართალდამცავი ორგანოები და მანდატურის სამსახური“, - აცხადებს გოგაძე.
რაც შეეხება მე-5 კლასელი გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა რუსთავის ბავშვთა გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გადაიყვანა. პედიატრიული განყოფილების ხელმძღვანელის, ჯონი სამხარაძის ცნობით, პაციენტი თავს კარგად გრძნობს და ის უკვე ბინაზე გაეწერა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ