სიახლეები
სკოლები

ეკის საჯარო სკოლაში საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
09-02-2024
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკის საჯარო სკოლა  წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს საინტერესო ინიციატივით შეუერთდა. 

ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში პროექტ-გაკვეთილი - „წიგნი ჩემს ცხოვრებაში“, ჩატარდა და მასში მოსწავლეები დიდი ინტერესით ჩაერთნენ. 

პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები და ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებაში.

პროექტის დასასრულს კი, მოსწავლეებს შორის გაიმართა დისკუსია, მათ გამოთქვეს საკუთარი მოსაზრებები წიგნისა და კითხვის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. 

აღსანიშნავია, რომ პროექტი მიზნად ისახავდა წიგნის კითხვის პოპულარიზაციას.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, პროექტს ხელმძღვანელობდნენ: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ნანა სიჭინავა, კლასის დამრიგებელი დალი ცხვიტავა და ბიბლიოთეკარი  ლალი სამინავა.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა? 

რესურსცენტრების უფროსები სკოლებში თანამშრომლებს დანიშნავენ  - მინისტრის ბრძანება

გამოცდებზე რეგისტრაცია მსურველებს 2 აპრილის ჩათვლით  შეეძებათ


რომელი საგნის პედაგოგებისთვის შეიძლება დაწესდეს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები

მედლების შესაძენად 130 ათას ლარზე მეტია გამოყოფილი


პიროვნება

„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“

სკოლები

სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა

სკოლაში მადლობს უხდიან პედაგოგს საინტერესო ღონისძიებისთვის

მე-9 კლასის მოსწავლეებმა შეიმუშავეს და შექმნეს მექანიზმი, რომელიც მუშაობს წყლის დონის სენსორით


პედაგოგ გლიზა იმნაძეს საყვარელმა მოსწავლეებმა გაზაფხულის ეს ლამაზი დღსასწაული კიდევ უფრო გაულამაზეს


საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება