მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ქალაქ ფოთის N7 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებაზე ზრუნავენ. პედაგოგები მოსწავლეებს ამ მიმართულებით არაერთ აქტივობას სთავაზობენ.
2 თებერვალს, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფოთის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენტაცია. სადაც ისაუბრეს ჭარბტენიანი ტერიტორიების მნიშვნელობაზე, მის უნიკალურობასა და სარგებლიანობაზე. პრეზენტატორებმა ასევე აღნიშნეს საქართველოს დაცულ ტერიტორიები და მათი მოფრთხილების აუცილებლობა.
სასწავლო პროცესს პედაგოგი ანა კვასხვაძე ხელმძღვანელობდა, რომელიც მოსწავლეებს საინტერესო სასწავლო პროცესს სთავაზობს.
რამსარის კონვენციის ხელმოწერის თარიღის მიხედვით, ჭარბტენიანი ტერიტორიების დაცვის მსოფლიო დღე ყოველწლიურად 2 თებერვალს აღინიშნება. კონვენცია, ჭარბტენიანი ტერიტორიების შენარჩუნების მიზნით, 1971 წელს ირანის ქალაქ რამსარში მიიღეს. საქართველო რამსარის კონვენციას 1996 წელს შეუერთდა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა