მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
შემდეგი არაჩვეულებრივი გაკვეთილი ჩატარდა გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის N7 საჯარო სკოლაში.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, V-VI კლასების სახელმძღვანელო - „ჩვენი საქართველო“ კარგი მეგზურია საქართველოს კუთხეების გასაცნობად. ყოველი კარის ფარგლებში თითო პროექტს ახორციელებს კლასი ისტორიის მასწავლებლის - ნინო მორგოშიას ხელმძღვანელობით.
ამჯერად თემის - „გურული ფოლკლორი“ - ფარგლებში ჩატარდა მუსიკასთან ინტეგრირებული გაკვეთილი. მოსწავლეთა მუსიკის მასწავლებელი ნანა ქსანდოპულო გახლავთ.
როგორც სკოლაში დასძენენ, მნიშვნელოვანია გაკვეთილი იყოს სახალისო და მრავალფეროვნებით გაჯერებული, რაზეც პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ და მოსწავლეებს აქტივობებით ანებივრებენ. სწორედ მრავალფეროვანი აქტივობებითა და სასწავლო რესურსებით იყო წარმოდგენილი „ჩვენი საქართველოსა“ და მუსიკის ინტეგრირებული გაკვეთილი, რომელიც მოსწავლეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა