მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
რუსთავის N20 საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ცნობიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
ამის მაგალითია ისიც, რომ თვითმმართველობისა და სამოქალაქო განათლების კლუბის პედაგოგ ეკატერინე მამუკელაშვილის ხელმძღვანელობით, მოსწავლეები „პოლივიმს“ Polyvim LLC ესტუმრნენ.
„ამჯერად უკვე გაზრდილი წარმოებით გვიმასპინძლა საწარმომ და გადამუშავების ორ ხაზს გავეცანით. კერძოდ, აქამდე არსებულ გადამუშავების PET (პოლიეთილენ ტერეფტალატი) ხაზს დაემატა მეორე, პოლიეთილენისა(PE) და პოლიპროპილენის(PP) გადამუშავების ხაზი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
როგორც სკოლაში ამბობენ, ახალი ხაზის პროდუქტად მიიღება გადამუშავებული პლასტმასა გრანულებისა და ფანტელების სახით, რომლითაც ადგილობრივი ბაზარი მარაგდება და გამოიყენება კვლავ პლასტმასის ნივთების საწარმოებლად პოლივიმში გადამუშავებული პლასტმასა კი ევროკავშირის ქვეყნებში გადის ექსპორტზე.
საწარმოს წარმომადგენლებმა მოსწავლეებს დეტალურად გააცნეს პლასტმასას გადამუშავების ტექნოლოგიური პროცესი - როგორ ახარისხებენ, ირეცხება და რა ეტაპებს გადის საწარმოში მიტანილი პლასტმასის ნივთები.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდებმა საწარმოს 2 დღეში შეგროვებული 8 კგ პლასტმასა გადასცეს.
„მათთვის ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი სწორედ გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტი - ე.წ. სინტიპონი, გრანულები და ფანტელები აღმოჩნდა
გვჯერა, რომ პროცესისა და გადამუშავების პროდუქტის ადგილზე გაცნობით ახალგაზრდები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ ნივთების გადამუშავებისა და მეორადი გამოყენების მნიშვნელობაში და უფრო დიდი მოტივაცია ექნებათ ამ პროცესში თავიანთი წვლილის შესატანად“, - ამბობენ სკოლაში.
მსგავსი გასვლითი აქტივობები მოსწავლეთა მრავალხრივ განვითარებას ხელს უწყობს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა