მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დავით აღმაშენებლის ხსენების დღე აღნიშნეს.
სკოლის „ნორჩ ისტორიკოსთა“ კლუბის წევრებმა მოაწყვეს შეხვედრა თანატოლებთან ერთად. მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თემაზე: „დავითი - განმანათლებელი“, „დავითი მხედართმთავარი“, „დავითის მონეტები“, „დიდგორის ბრძოლა“, „დავითის პიროვნება ქართველი მემატიანის მიხედვით“.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, თითოეული პრეზენტაცია ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი იყო. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია წარმოდგენილი თემების მიხედვით.
„მისი მეფობის დროს მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა, რაც აღფრთოვანებას იწვევს დღევანდელ თაობაში. დასაფიქრებელი და მისაბაძია ყოველი მისი ქმედება“, - აღნიშნავდნენ პროექტის მონაწილეები.
კლუბის ხელმძღვანელმა, ისტორიის მასწავლებელმა - ფატი ამირიძემ მოსწავლეთა პრეზენტაციები პოზიტიურად შეაფასა და ასევე დასძინა, რომ დავით აღმაშენებლის მეფობის დროს არმიასა და მმართველობის სისტემაში გატარებულმა რეფორმებმა შესაძლებლობა მისცა, ქვეყანა გაეერთიანებინა და მთელი კავკასიის მიწები საქართველოს დაქვემდებარებაში შემოეყვანა. ქრისტიანული კულტურის წამხალისებელი და თავად თავდადებული ქრისტიანი საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ წმინდანადაა შერაცხული.
სკოლის დირექცია მადლობა უხდის მოსწავლეებს და მასწავლებელს აღნიშნული პროექტის განხორციელებისათვის და უსურვებს წარმატებას.
დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ქართული მართლმადიდებლური ეკლესია 8 თებერვალს აღნიშნავს. დავით IV აღმაშენებელი 1125 წლის 24 იანვარს (ახალი სტილით 8 თებერვალს) გარდაიცვალა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა