მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები კითხვის საჯაროდ კითხვის მსოფლიო კამპანიას ენთუზიაზმით შეუერთდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, სკოლაში, სხვადასხვა აქტივობა ქართული ენის მასწავლებელმა - მარიამ ჯვარიძემ ჩაატარა. დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ქართულ ენაზე წაიკითხეს დონალდ ბისეტის ზღაპრები, რომელთა შესახებაც შემდგომ იმსჯელეს.
დაწყებითი კლასის მოსწავლეებს კი უფროსკლასელებმა ქართულ და მშობლიურ ენაზე წიგნები წაუკითხეს.
აქტივობაში ისინი დიდი ხალისით ინტერესითა და მონდომებით მონაწილეობდნენ.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე მსოფლიოში ცნობილი ღონისძიებაა, რომელშიც 100 სხვადასხვა ქვეყნიდან მილიონობით ადამიანი მონაწილეობს და ერთიანდება საერთო სლოგანის გარშემო: „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო!“ ეს დღე ადამიანებს მთელი მსოფლიოდან შესაძლებლობას აძლევს გაერთიანდნენ, გაიზიარონ წიგნის ხმამაღლა კითხვის სიხარული და თავადაც შეიტანონ წვლილი კითხვის პოპულარიზაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა