მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N45 საჯარო სკოლა, რომელიც ყრუ და სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს უწევს საგანმანათლებლო და პანსიონურ მომსახურებას, მაქსიმალურად ცდილობს ხარისხიანი განათლება თითოეული ბავშვისთვის გახადოს ხელმისაწვდომი, აძლევს მათ საინტერესო გამოცდილებას, ხელს უწყობს დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას, უყალიბებს დემოკრატიულ ფასეულობებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერებას და უვითარებს პასუხისმგებლობას, როგორც საკუთარი ქვეყნის, ასევე მსოფლიოს ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ.
სკოლაში ღირებული პრაქტიკაა მსოფლიო და ეროვნული მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა, რომელიც აძლიერებს საგანმანათლებლო გამოცდილებას ისტორიული, კულტურული თუ გლობალური მოვლენების შესახებ. ეს ტრადიცია ხელს უწყობს, როგორც ეროვნული ცნობიერების ამაღლებას, იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის განცდას, დაფასებას, ასევე ერთიანობისა და გლობალური მოქალაქეობის კომპეტენციების ზრდასაც.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები იზიარებენ საერთო ღირებულებებსა და პასუხისმგებლობას გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, როგორებიცაა: ხარისხიანი განათლება, კლიმატის ცვლილება, სიღარიბე და ადამიანის უფლებები და ა.შ.
24 იანვარს სკოლაში ქართული და ჟესტური ენის კათედრის ინიციატივით განათლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა ხარისხიანი განათლების მნიშვნელობის შესახებ, რომელიც საერთო კეთილდღეობის გასაღებია და ქმნის უამრავს შესაძლებლობას, რომ ადამიანმა ბედნიერად იცხოვროს.
მოსწავლეებმა ასევე იხილეს ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ჩარლზ გორდონის ფილმი - „ოქტომბრის ცა“, რომელიც საკუთარ ოცნებაზე შეყვარებული ბავშვების წარმატების ისტორიაზე მოგვითხრობს. აღსანიშნავია, რომ ფილმმა დიდი ინტერესი და მოტივაცია გამოიწვია ბავშვებში.
7 თებერვალს კი, მოსწავლეები შეუერთდნენ წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს და ჟესტურ ენაზე წაიკითხეს ნაწყვეტები ნოდარ დუმბაძის მოთხრობებიდან.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა