მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლაში სამოქალაქო კლუბი აქტიურად მუშაობს და სხვადასხვა სოციალურ საკითხებზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლებას ცდილობს.
7 თებერვალს, სამოქალაქო კლუბის წევრებმა, პედაგოგ ლეილა გოგელიასთან ერთად, მოირგეს ტრენერების როლები და ქვემო აკეთის სკოლასთან თანამშრომლობით საინტერესო ინიციატივა წამოიწყეს.
ინიციატივის მიზანი კი, გახლდათ, მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლება კიბერბულინგის შესახებ.
მოსწავლეებმა, დაგეგმეს და ჩაატარეს საინტერესო აქტივობები და პრეზენტაციები, სადაც აჩვენეს თემატური ვიდეოები, ასევე შექმნეს მოწოდებითი ვიდეორგოლი, და ცნობიერების ამაღლების მიზნით სასკოლო საზოგადოებას ბუკლეტები დაურიგეს.
აქტივობების ბოლოს, გაიმართა დისკუსია, მოსწავლეებმა იმსჯელეს რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითებზე და გააკეთეს შესაბამისი დასკვნები, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების სამყაროში საჭიროა მეტი ინფორმაცია კიბერბულინგის შესახებ, რომ არ გახდნენ კიბერბულინგის მსხვერპლი.
აღსანიშნავია, რომ თანამოაზრე სკოლების მოსწავლეებმა გამოითქვეს სურვილი კვლავ შედგებს სკოლებს შორის კოლაბორაცია და მსგავსი თანამშრომლობა, მათ აღნიშნეს, რომ ეს ხელს შეუწყობს პიროვნების სრულყოფისათვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა