მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობით სხვადასხვა საინტერესო კონკურსი იმართება.
ამჯერად, სკოლაში დავით აღმაშენებლის ხსენების დღისადმი მიძღვნილი ვიქტორინა-კონკურსი „დავითობა 2024“ ჩატარდა, რომელშიც VIII-X კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
ვიქტორინა, სკოლაში, საზოგადოებრივ მეცნიერებათა კათედრის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს.
კონკურსში გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც სკოლის დირექციამ სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა.
ეს დღე მოსწავლეთათვის საინტერესო, შემეცნებითი და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში, მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე, მოტივაციის ამაღლებაზე დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ინფორმაცია აბიტურიენტებისთვის - როგორ უნდა მოიქცეთ თუ საგანმანათლებლო პროგრამაზე მითითებულია ერთი ან რამდენიმე უცხოური ენა?
„მოსწავლეების ნათქვამი - „თქვენთან გავიგე მათემატიკა“ ეს ყველაფერს ნიშნავს ჩემთვის“
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
სასწავლო პროცესს მასწავლებელი მანუშაკ კიურეღიანი ხელმძღვანელობდა