მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტში გაწერილია სასკოლო და სკოლის გარეშე განათლების ხელშეწყობის პროგრამა, რომელიც გულისხმობს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების შესყიდვის და მოსწავლეთა ტრანსპორტით უზრუნველყოფის დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით საქართველოს მთავრობის განკარგულებებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას.
დოკუმენტით ასევე განსაზღვრულია, რომ საგანმანათლებლო პროექტებში წარმატებული მოსწავლეები და მასწავლებლები დაჯილდოვდებიან ფულადი და ფასიანი საჩუქრებით. ასევე მოხდება ღვაწლმოსილი პედაგოგების დაჯილდოება. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მედალოსან კურსდამთავრებულებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალქულიანი, ასევე სახელმწიფო გრანტის მქონე აბიტურიენტებს კი ფასიანი საჩუქრებით და ფულადი ჯილდო გადაეცემათ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
აბიტურიენტებისთვის ! - 10 ძირითადი პუნქტი საგამოცდო პროცესის შესახებ
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
ყვარლის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს დეზინფორმაციაზე შექმნილი ვიდეორგოლისთვის სერტიფიკატები გადაეცათ