სიახლეები
სკოლები

შუაგორას საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე შთამბეჭდავად აღინიშნა
12-02-2024
-
+


ალექსანდრე ლილუაშვილის სახელობის ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაგორას საჯარო სკოლაში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნა.

სლოგანს - „იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო“, რომელიც უკვე 100-მდე სხვადასხვა ქვეყანასა და მილიონობით ადამიანს აერთიანებს, შუაგორას საჯარო სკოლაც შეუერთდა.

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის - ქეთევან ტოფაძის ორგანიზებით, მოსწავლეებმა წაიკითხეს და განიხილეს მწერლისა და თეატრმცოდნის - ნინო ჩხიკვიშვილის მხატვრულ-დოკუმენტური წიგნი - „პაპაჩემი ლევან ლეონიძე“, რომელმაც მკითხველი ბევრ რამეზე დააფიქრა: მომხიბვლელი სიყვარულის ამბავი, პოლიტიკური ვითარების გამო დრამატულობაშეპარული და საბოლოოდ ტრაგიკულად დასრულებული; ბარათებისა და დღიურების ნაკრები დოკუმენტურ პროზად შეკრული; გიორგი ლეონიძის ლანდი სამზეოზე შეფარულად ამოტანილი.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, საოცრად ამაღელვებელი იყო ფინალი - „შეხვედრა“ თავად ავტორთან.

ნინო ჩხიკვიშვილი ონლაინ ჩაერთო მოსწავლეებთან და მრავალმხრივ  საინტერესო, ვრცელი და ტევადი დიალოგი შედგა.

„ლიტერატურის, გმირის, ავტორისა და მკითხველის სადღეისო თუ სახვალიო პრობლემებზე დაფიქრებული ავტორიცა და მკითხველიც საოცრად ამაღლებული განწყობით დავემშვიდობეთ ერთმანეთს. ეს იყო დასამახსოვრებელი, შთაბეჭდილებებითა და ემოციებით სავსე დღე“,- გვიყვებიან სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება