სიახლეები
სკოლები

„მსოფლიო ქვეყნები და დედაქალაქები“ - გურძემის საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა ჩატარდა
12-02-2024
-
+


მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი შემეცნებითი და საინტერესო აქტივობებითაა დატვირთული.

ამჯერად, სკოლაში, პედაგოგ კახა ჯგერენაიას ხელმძღვანელობით და სკოლის დირექციის ხელშეწყობითა და დახმარებით, ვიქტორინა „მსოფლიო ქვეყნები და დედაქალაქები“ ჩატარდა, რომელშიც VII - VIII - IX - X - XI - XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ვიქტორინა საინტერესოდ წარიმართა, სადაც გამოვლინდნენ გამარჯვებულებიც. ისინი სიგელებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.

ვიქტორინის გამარჯვებული გახდა XI კლასის მოსწავლე ლაშა ჯგერენაია. მე-2 ადგილზე, VIII კლასელი ლიზი ბარგატია გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი VII კლასის მოსწავლემ - ირაკლი წურწუმიამ დაიკავა.

ბავშვებმა აღნიშნულ დღეს შესაძლებლობები შესანიშნავად წარმოაჩინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

მსგავსი შეჯიბრებები და კონკურსები მოსწავლეთა მოტივაციას ზრდის, რაზეც სასკოლო საზოგადოება აქტიურად ზრუნავს.

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება