სიახლეები
სკოლები

ჯიხანჯურის საჯარო სკოლაში ფრენბურთში, ნოდარ დავითაძის სახელობის თასი გათამაშდა 
12-02-2024
-
+


ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლის ყოფილი სპორტის მასწავლებლის ნოდარ დავითაძის ხსოვნას სპორტული აქტივობა მიეძღვნა. 

30 იანვარს, სკოლაში ჩატარდა გოგონათა ნაკრების შეჯიბრი ფრენბურთში, რომელშიც  მონაწილეობდნენ VIII, IX და XI კლასის გოგონები. 

აღსანიშნავია, რომ ნოდარ დავითაძის სახელობის თასი XI კლასის გოგონათა გუნდმა მოიგო.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, ამავე დღეს სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა მოინახულეს უსაყვარლესი მასწავლებლის საფლავი და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სკოლაში მის მიერ განხორციელებულ სპორტულ შეჯიბრებს ტრადიციული სახე მიეცემა და რომ მისი ხსოვნის პატივსაცემად ყველაფერს გააკეთებენ, რადგან მასწავლებლის შრომა მათთვის შეუფასებელია.

სკოლაში განსაკუთრებულ მადლობას უხდიან: სკოლის დირექტორს - მიხეილ ხალვაშს, მოსწავლეებისა და მასწავლებლების ხელშეწყობისათვის; სპორტის მასწავლებლებს: ციცინო ჭაღალიძეს, მარი ბოგვერაძესა და ბატონ რემზი ბერიძეს, სკოლაში საინტერესო და სახალისო აქტივობების განხორციელებისათვის. ასევე განსაკუთრებულ მადლობა უხდიან სკოლის მოსწავლეებს აქტიური ჩართულობისათვის. 

აღსანიშნავია, რომ დღე ემოციებით დატვირთული, სიმბოლური და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა სრულიად სასკოლო საზოგადოებისთვის. 

იხილეთ ფოტოები: 


კომენტარები


ეტალონი

აღსანიშნავია, რომ ჩვენთან საუბრისას, დირექტორებმა აწ უკვე გასული სასწავლო წელიც შეაჯამეს

„როდესაც ამბობ, რომ „ეტალონში“ მონაწილეობდი და „ეტალონელი“ ხარ, ეს ძალიან საამაყო გრძნობაა“

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

სიახლეები

20 სკოლის საკითხს ავტორიზაციის საბჭო მომავალ კვირაში განიხილავს

მასწავლებელთა გამოცდის შედეგების გამოქვეყნება 12 აგვისტოდან დაიწყება - დეტალები

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი სტაჟიორთა შერჩევას იწყებს - დეტალები

პიროვნება
სკოლები

კოლეგები და მოსწავლეები მას დიდი გულისტკივილით ემშვიდობებიან

აბიტურიენტებს განსაკუთრებულად გულშემატკივრობენ დირექცია და პედაგოგები
საინტერესო

გამოკითხვაში, რომელიც მკვლევარებმა სოციალურ ქსელებში ჩაატარეს, 415 მოქმედი და მომავალი პედაგოგი მონაწილეობდა

სიახლეები
საზოგადოება