მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჟანოს საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებით გაჯერებულ სასწავლო პროცესს სთავაზობენ, მათ შორისაა აქტიური პედაგოგი ისკუი ეღუნიანი.
ახლახან, პედაგოგმა მეოთხე კლასში ბუნებისმეტყველებაში მეტად საინტერესო გაკვეთილი ჩაატარა, რომელიც ძალიან საინტერესო და ინფორმაციულად აღმოჩნდა.
როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პედაგოგის საინტერესო მიდგომითა და სწავლების ინდივიდუალური სტილით, გაკვეთილები შედეგიანი გამოდის და მოსწავლეთა მაქსიმალური ჩართულობით გამოირჩევა.
ამჯერად, გაკვეთილი იყო შეჯამება თემის: კონტინენტები და ოკეანეები.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილს სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელი ბენიამინ თათარიანი ესწრებოდა, რომელმაც პედაგოგი და საგაკვეთილო პროცესი დადებითად შეაფასა.
გაკვეთილზე, მოსწავლეებმა წარადგინეს კონტინენტები და ერთმანეთს უამბეს ინფორმაცია მათ შესახებ, ასევე მათ ისაუბრეს ოკეანეებზე, რუკის მიხედვით.
გაკვეთილი ინტერაქციულ, კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.
როგორც სკოლაში გვიყვებინ, გაკვეთილის ბოლოს გეოგრაფიის მასწავლებელმა ბენიამინ თათარიანმა, მოსწავლეებს დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა განხილული თემის შესახებ.
იხილეთ ფოტოები:20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა