მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლეები სხვადსხვა საგანმანათლებლო პროექტებსა თუ კონფერენციებში აქტიურად მონაწილეობენ.
ამჯერად, ინგლისური ენის მასწავლებლის მზია ბერაძის ინიციატივით, XII კლასის მოსწავლეები: მიშიკო ბერაძე და მარიამ ჩაჩანიძე, საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ ახალგაზრდულ კონფერენციაში ჩაერთნენ.
კონფერენციის თემა: „მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის გზები“, გახლდათ.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაში აქტიური მონაწილეობისთვის მოსწავლეები შესაბამისი სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ.
ხიდრის საჯარო სკოლა მარიამს და მიშიკოს ულოცავს მიღწეულ წარმატებას და უსურვებს შემდგომშიც უამრავ წინსვლას.
„მარიამისა და მიშიკოს წარმატება მზია მასწავლებლის დიდი დამსახურებაა, მადლობა თქვენ მადლობა ამ დაუღლელი შრომისათვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა