მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თბილისის N166 საჯარო სკოლის მოსწავლეები, საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ კამპანიას დიდი ინტერესითა და შემართებით შეუერთდნენ.
ამ დღესთან დაკავშირებით, მე-6გ, მე-8გ და მე-9გ კლასის მოსწავლეებმა: ლენე ასპანიძემ, თინათინ კუპრავამ, გიორგი კენჭიაშვილმა, ბარბარე მიმინოშვილმა, თორნიკე ქობელაშვილმა, კესარია შუკაკიძემ, ელენე იობაშვილმა და ილია შარაშენიძემ, სასკოლო საზოგადოებას ლიტერატურული პრეზენტაციები წარუდგინეს.
პრეზენტაციები საყვარელი ავტორების წიგნების ეხებოდა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ძალიან საინტერესო და მრავალფეროვანი აღმოჩნდა, რადგან მოსწავლეების მიერ წარდგენილი ნაწარმოები (წიგნები) ეხებოდა რასიზმისა და ტოტალიტარიზმის პრობლემებს, დისლექსიის მქონე ადამიანთა საჭიროებებს, თავშესაფარში მცხოვრები ბავშვების სიდუხჭირეს.
ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა გააჟღერეს: ჯორჯ ორეულის „1984“; ჰარპელის „ნუ მოკლავ ჯაფარას“; ასტრიდ ლინდგრენის „მაწანწალა რასმუსი“, დანიელ დეფოს „რობიზონ კრუზო“, ლინდა მალალა ჰანთის „თევზი ხეზე“, „ანა ფრანკის დღიურები" და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები, მასწავლებლები და სკოლის დირექცია.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი მსჯელობა-დისკუსიაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა