მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლაში, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და საკვების პოპულარიზაციას დიდი ყურადღება ეთმობა.
სწორედ ამ მიზნით, სკოლაში „კულინარიული დუელი“, გაიმართა, სადაც მოსწავლეები ერთმანეთს სადილის მომზადებაში გაეჯიბრნენ. მოსწავლეებმა ჯანსაღი პროდუქტების გამოყენებით მრავალფეროვანი სალათები და დესერტები მოამზადეს.
კონკურსის ბოლოს კი, გამარჯვებულები სიგელებით დაჯილდოვდნენ.
კონკურსი პროექტის - „ჯანსაღი საკვები და დაბალანსებული კვება ჩვენი ჯანმრთელობის საწინდარია“, ფარგლებში გაიმართა.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პროექტის ფარგლებში კიდევ არაერთი საინტერესო აქტივობა მოეწყო, მათ შორის ჩატარდა კვლევა, გაიმართა პრეზენტაცია და მოსწავლეებმა დაამზადეს პოსტერები ჯანსაღ კვებაზე.
პროექტის ხელმძღვანელი ბიოლოგიის მასწავლებელი ლია კუპრეიშვილი გახლდათ.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა